პოლიტიკა

პუტინი ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო ზარი 50 წუთი გაგრძელდა.

აშშ-ს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანზე სალაპარაკოდ – ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს”.

“ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გაცილებით ნაკლები დრო დაიხარჯა რუსეთ/უკრაინაზე საუბარში, თუმცა ეს შემდეგ კვირას იქნება”. – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სატელეფონო ზარი “დაახლოებით 1 საათი” გაგრძელდა.

“ის ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს”. – თქვა ტრაპმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია