ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა. ინფორმაციას მედია ირანის გენერალურ პროკურორზე მოჰამედ ჯაფარ მონთაზერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან” , – განაცხადა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
გენერალურ პროკურორს არ უთქვამს მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა
შეგახსენებთ, უკვე ორთვენახევარია რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.