პოლიტიკა

რა თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას? – პრემიერ-მინისტრის განცხადება

შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

“ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს ეს მასიური ნგრევა და მათ პასუხი უნდა აგონ მასზე”

მისივე თქმით, 1200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200-ზე მეტი საავადმყოფო, ათასობით კილომეტრიანი გაზსადენი, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელი, გზები და რკინიგზა განადგურდა ან დაზიანდა

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია