პოლიტიკა

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 208-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ხარკოვში ღამის იერიშენის გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, ოლქის გუბერნატორის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო დონეცკის სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.

ქვეყანაში არსებული ვითარება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას შეაჯამა, უკვე წარმატებული კონტრშეტევების შედეგებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან ყველა ქალაქის გათავისუფლებისთვის ემზადება.

„იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ნათქვამია და ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვისაზე. ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში. ალბათ ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს. მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია