პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია.

6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრნგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია