პოლიტიკა

რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას „ტვიტერით“ თავად რობერტა მეცოლა და ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებენ.

„კარგია დაბრუნება უკრაინაში მამაც ხალხთან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე. მათ ყველაფერი გაწირეს ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი არიან ევროპელები, რომელთა სახლი ევროკავშირშია“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

თავის მხრივ, მეცოლას ვიზიტის შესახებ დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემაც. მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ასევე ჩინეთის სამშვიდობო გეგმა და უკრაინის ხელისუფლების ე.წ. მშვიდობის ფორმულა განიხილეს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია