პოლიტიკა

„როიტერი“ – სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც სააგენტო წერს, ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის დედაქალაქში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჩასვლის და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ჯარების დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ, რომელშიც აშშ-ის ავიამზიდი იღებს მონაწილეობას.

„როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვაში განაცხადეს, რომ ეს იყო მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გასროლილ იქნა ფხენიანის პროვინციის ტაეჩონის რეგიონიდან, ადგილობრივი დროით დილის დილის 07:00 საათამდე და იფრინა დაახლოებით 600 კილომეტრი 60 კილომეტრ სიმაღლეზე.

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულის და საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის გენშტაბის განცხადებაში.

სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა საპასუხო ზომების განსახილველად და დაგმო რაკეტის გაშვება, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევა და გაუმართლებელი პროვოკაცია.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ კორეაში აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი ჩავიდა სამხრეთ კორეის ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 26-29 სექტემბერს გაიმართება. მიმდინარე კვირას სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისსაც ელოდებიან.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...