პოლიტიკა

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.

რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს, სადაც მანამდე რამდენიმე საათიანი ცერემონია გაიმართა.

ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა.

ცერემონიის დროს იტალიელმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ ქადაგება წაიკითხა, რომლის დროსაც მან პაპი ფრანცისკეს ცხოვრება და ღვაწლი გაიხსენა.

„ის პირდაპირ კონტაქტს ამყარებდა ინდივიდებთან და ხალხთან, სურდა ყველასთან ახლოს ყოფილიყო, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა გაჭირვებულებს, უსაზღვროდ სწირავდა თავს. ის იყო პაპი ხალხს შორის, ყველას მიმართ ღია გულით“, – აღნიშნა კარდინალმა.

მისი თქმით, პაპი ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით მშვიდობისკენ მოუწოდებდა ყველას.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია