პოლიტიკა

რუსებმა დონეცკში 10 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დასახლება დაბომბეს, დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ სექტორზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება.

„დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 დასახლება დაბომბა. ოკუპანტებმა დაანგრიეს სახლი, ორი სკოლა, გაზსადენი. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ავდიივკაზე, ტორეცკიზე, კონსტანტინოვკაზე, ჩასოვ იარზე, ცუკურინოზე, პივნიჩნოეზე, რეი-ალექსანდროვკაზე, კონსტანტინოვკაზე, მარკოვოსა და პრიშიბზე.

რუსეთის ჯარებმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე დარტყმები ავიაციიდან, „ისკანდერ-K“-ს სარაკეტო სისტემებიდან, „სმერჩისა“ და „გრადის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და არტილერიიდან განახორციელეს. განადგურდა და დაზიანდა 31 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 23 საცხოვრებელი სახლი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია