31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და დაახლოებით 05:00 საათზე. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა სიენკევიჩმა.
მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.
შეგახსენებთ, 30 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ მიკოლაივის დაბომბვისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.