პოლიტიკა

რუსებმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს – არიან დაღუპულები

რუსემა ოკუპანტებმა ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. დაღუპულია 8 ადამიანი, 4 დაჭრილია. დაჭრილთა შორის 3 ბავშვია. სარაკეტო თავდასხმა დილის 11 საათისთვის განხორციელდა, როდესაც გაჩერებაზე ბევრი ხალხი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

“გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია, დაიჭრა მღვდელი. ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას – ყოველდღე გვყავს მოკლულები და დაჭრილები. ვინც კვლავ რჩება დონეცკის რეგიონში, თავს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებს!
მიმართეთ რეგიონის ყველა მაცხოვრებელს: ნუ გახდებით რუსეთის სამიზნე! ევაკუაცია დროულად!”– წერს კირილენკო. 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია