პოლიტიკა

რუსებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს

ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს.

“ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა – ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა“,- აცხადებს მერი.

მისივე თქმით, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ასევე ნახეთ

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, – ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია