პოლიტიკა

რუსეთი დაშავებულ სამხედროებს, ექიმების ნებართვის გარეშე, ფრონტზე აბრუნებს

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი დაშავებულ სამხედროებს, ექიმების ნებართვის გარეშე, ფრონტზე აბრუნებს. უკრაინსკა პრავდას ცნობით, ამის შესახებ ჯარისკაცების დედების კომიტეტის მდივანმა, ვალენტინა მელინკოვამ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა.

“რუსეთში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ დაშავებული სამხედროები საბრძოლო ზონაში სამხედრო სამედიცინო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე იგზავნებიან. იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევაა”, – აცხადებს ის.

მელინკოვა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, დანაყოფების მეთაურები სამხედროებს კლინიკებიდან ფრონტზე ხშირად აგზავნიან და ამას საკითხზე პასუხისმგებელი სამედიცინო საბჭოს გვერდით ავლით აკეთებენ.

უფლებადამცველების შეფასებით, ეს ქმედებები უკანონოა და რუს ჯარისკაცებს ამის საფუძველზე ომში წასვლაზე უარის თქმა შეუძლიათ. მედია მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ ნაბიჯით რუსეთის ხელისუფლება სამხედროებისთვის კომპენსაციის თანხების დაზოგვას ცდილობს. კანონის თანახმად, სამხედროებს, რომლებმაც ომში დაზიანებები მიიღეს, შეუძლიათ რამდენიმე სახის კომპენსაცია მოითხოვონ, მათ შორის, ერთჯერადი, ყოველთვიური და დაზღვევის ანაზღაურება.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია