პოლიტიკა

რუსეთი კრემლზე დრონებით მომხდარ თავდასხმაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს

რუსეთის ინფრომაციით კრემლზე დრონებით მომხდარი თავდასხმის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მოსკოვის ამბობს, რომ ვაშინგტონის მიზანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკვლა იყო.

განცხადება ხუთშაბათს, 4 მაისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. მან თქვა, რომ ეს ამერიკამ უკრაინის ხელით გააკეთა. ამ ფაქტისგან “განდგომის მცდელობა, კიევის და ვაშინგტონის მხრიდან, რა თქმა უნდა, სრული უაზრობაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ქმედებებზე, ასეთ ტერორისტულ იერიშებზე, კეთდება არა კიევში, არამედ ვაშინგტონში” – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მოსკოვის ცნობით, კრემლთან 2 დრონი ოთხშაბათს დილით გამოჩნდა. ისინი ელექტრონულმა დამცავმა სისტემებმა გააუვნებელყო. თავდასხმას მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია. პესკოვის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ყურადღებით განიხილება.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია