პოლიტიკა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ ოლქისგუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” – აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია.

მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო ნაღმტყორცნებიდან ორჯერ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი და ელექტროენერგიის მიწოდება სარეზერვო ხაზებით ხორციელდებოდა.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხმა „რიბარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონში, კოლოტილოვკას საგუშაგოსთან უკრაინულმა ფორმირებებმა შეტევა დაიწყეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია