პოლიტიკა

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად კიევის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

 როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 მათივე ცნობით, წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები სწრაფად მუშაობენ ქალაქში გათბობის სისტემის აღსადგენად.

 ცნობისათვის, ოთხშაბათს რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობის დროებითი გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ინფორმაციით, ოთხშაბათს რუსებმა 70 რაკეტა გაუშვეს, აქედან 51 – უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...