პოლიტიკა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

რუსულ და უკრაინულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, სარატოვის ოლქში „ენგელსი 2“-ის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ავიაბაზას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმისთვის იყენებს.

„დრონმა დააზიანა ორი ტუ-95 ტიპის თვითმფრინავი [სტრატეგიული ბომბდამშენი]. ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – დასძინა გერაშჩენკომ.

კადრების მიხედვით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:03 საათზე მოხდა.

სარატოვის რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ „ქალაქის საცხოვრებელ უბანში არავითარი განსაკუთრებული მოვლენა არ მომხდარა. შეშფოთების მიზეზი არ არის. არანაირი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა“.

რუსული მედიის ცნობით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქალაქ რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...