რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.
„მოლაპარაკებების დროს ორი ლიდერი განიხილავს რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენთვის და რუსეთ-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ყასიმ-ჟომარტ თოყაევი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტია ხელახლა არჩევის შემდეგ.