პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.

„მოლაპარაკებების დროს ორი ლიდერი განიხილავს რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენთვის და რუსეთ-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

როგორც ცნობილია, ყასიმ-ჟომარტ თოყაევი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტია ხელახლა არჩევის შემდეგ.

ასევე ნახეთ

დღეიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია