პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული შესაძლო დაკავების „რეცეპტი“ იურიდიულად ჩვენთვის ძალადაკარგული იქნება“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

2022 წლის მარტში, საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია