პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცოტა ხნის წინ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

 როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცოტა ხნის წინ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

მანამდე, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

სად არის ხერსონი და რატომ არის მისი მდებარეობა მნიშვნელოვანი?

ომის დაწყებამდე ხერსონის მოსახლეობა 380 000 იყო.

ის მდინარე დნეპროს ნაპირებზე, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.

ის ასევე ახლოს არის ყირიმის ნახევარკუნძულთან – ყირიმი უკრაინის ნაწილია, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული.

ლონდონის კინგს კოლეჯის თავდაცვის მკვლევარი მარინა მირონი BBC-თან ამბობს, რომ “ხერსონი არის კარიბჭე ყირიმისკენ”. მისი თქმით, მისი აღება უკრაინას ყირიმის დაბრუნებისკენ გზას გაუხსნის.

ხერსონის მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია – ამბობს გამოცემასთან ბრიტანეთის არმიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ფორბს მაკენზი. მისი თქმით, “მდინარე დნეპროზე კონტროლის მოპოვება მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ უკრაინის ცენტრში გადის”.

საინტერესოა, რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ხერსონს?

რუსეთმა ხერსონი ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი  რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა. 

მირონის თქმით, ხერსონის აღება იქნება მესიჯი, რომ ომი უკრაინის სასარგებლოდ მიმდინარეობს.

“ეს დასავლეთს აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ღირს ფულის დახარჯვა უკრაინის მხარდასაჭერად და იარაღის მიწოდებაზე”, – თქვა მან BBC-თან. 

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია