პოლიტიკა

რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო იუწყება, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შეიძლება, ადამიანები იმყოფებოდნენ. გრძელდება სამაშველო ოპერაცია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია