პოლიტიკა

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, პირველ მაისს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველ რეისს ავიაკომპანია „იუევტი აერო” ვნუკოვო-სოხუმის მიმართულებით შეასრულებს. მათივე ცნობით, პირველი ავიარეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, პირველ მაისს დამატებითი რეისი დაენიშნა.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე შეასრულებს ავიაკომპანია „აიფლაი” მოსკოვიდან და „ნორდსტარი” მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...