პოლიტიკა

რუსეთში ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს და აკრძალეს

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა. „აღიარებულ იქნას „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა რუსეთში“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„აზოვის“ აკრძალვის სარჩელით სასამართლოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. პროცესის დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა მასალების გამო, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც „საიდუმლო“. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

ამრიგად, დღეიდან ბატალიონის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ „ტერორისტული“ მუხლით. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისთვის, ხოლო ორგანიზატორებისთვის 15-დან 20 წლამდე.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია