პოლიტიკა

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს.

ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ის ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. კერძოდ, რუსული სპეცსამსახურები მედიის წარმომადგენელს ადანაშაულებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობის შესახებ სახელმწიფო ინფორმაციის შეგროვებაში.

გერშკოვიჩი რუსეთის, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების საკითხებს აშუქებს. ის მუშაობდა რეპორტიორად სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ და „მოსქოუ თაიმსისთვის“, ასევე იყო „ნიუ იორკ თაიმსის“ ახალი ამბების ასისტენტი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია