პოლიტიკა

რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით თავს დაესხნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დრონის თავდასხმის შედეგად კურსკის აეროდრომის ტერიტორიაზე ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ“, – წერს ოლქის გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა რუსეთის რიაზანისა და სარატოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 4 სამხედრო მოსამსახურე.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...