პოლიტიკა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია. „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს, „მეგა ხიმკის“ გაუჩნდა, რომელიც ლენინგრადის ავტომაგისტრალზე მდებარეობს.

მედიის ცნობით, ცეცხლის ალში გახვეულია მთლიანად სავაჭრო ცენტრი. საუბარია დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის სახურავს, შემდეგ გაისმა აფეთქებების ხმა, რასაც კონსტრუქციის ჩამონგრევა მოჰყვა. სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში საღებავის ავზები და აეროზოლები აფეთქდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ასევე ნახეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, – მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ …