პოლიტიკა

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს

რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რუს უფლებადამცველთა ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთში „უცხო აგენტების“ სიაშია შეყვანილი.

Ovd-info-ს ცნობით, ამ მომენტისთვის რუსეთის მასშტაბით 370 პირია დაკავებული, მათ შორის 96 პეტერბურგში, 89 მოსკოვში, ხოლო 45 ეკატერინბურგში.

უფლებადამცველთა ჯგუფში აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიცია იყენებს ძალას. მათი თქმით, აქციები ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.

ასევე ნახეთ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 54,91% მიიღო, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია