პოლიტიკა

რუსეთში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთში სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყეს იმ უცხოელი მოხალისეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. საქმე ქართველ მოხალისეებსაც ეხება. 

ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა. 

ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში ბასტრიკინი, რუსული პროპაგანდის შესაბამისად ამბობს, რომ “არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულთა მონაწილეობის ფაქტები დანაშაულებრივ ქმედებებში”. 

“გამოძიება დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ნიდერლანდების და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს. კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ხელყოფის ფაქტზე, ასევე ექვსი სისხლის სამართლის საქმე რუსი სამხედროების ბულინგის ფაქტებზე”. – განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა. 

ალექსანდრ ბასტრიკინის თანახმად, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ” მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში” და გამოძიებას ამ კუთხითაც აწარმოებს. 

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...