პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.

„დაახლოებით 19:15 საათზე, მტერმა ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. სულ გამოშვებულია ხუთი რაკეტა. შევჩენკოვსკის რაიონის ცენტრში განადგურებულია ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი“, – წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია