პოლიტიკა

რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, არის მსხვერპლი

 როგორც უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

„დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაიღუპა“, -წერს იაროსლავ იანუშევიჩი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად ასევე დაშავდა 64 წლის მამაკაცი, ის ქუჩაში იმყოფებოდა, როდესაც გზაზე რუსული ჭურვები ჩამოცვივდა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...