პოლიტიკა

რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ნიკოლაევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. უკრაინის ხელისუფლება სარაკეტო იერიშებს ელოდება ლვოვის ოლქშიც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს შავ ზღვაში ხუთი სამხედრო ხომალდი ჰყავს საბრძოლო მზადყოფნაში, რომლებიც „კალიბრის“ ტიპის 36 რაკეტით არიან აღჭურვილი.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია