პოლიტიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს

ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობის შვიდი საწვავის ავზი აალდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელისუფლების“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია