პოლიტიკა

რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის 19 მარიუპოლის დამცველია

 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა.

“დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 – სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, – წერს ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე.

როგორც ის აღნიშნავს, გათავისუფლებულთა შორის მარიუპოლის 19 დამცველია, რომელთაგან 12 ევაკუირებული იყო “აზოვსტალიდან”. ასევე 15 ტყვე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 7 “ზმეინის” კუნძულიდან.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...