უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საწვავის ავზი აფეთქდა.
გარდაიცვალა ერთი მაშველი, ორი კი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„ნოვომოსკოვსკის დასახლებაში საწვავის ავზი აფეთქდა. მაშველები უკვე 14 საათია ებრძვიან მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს“, – წერს Telegram-ზე დნიპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.