როგორც საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკა დაბომბეს.შედეგად კი 7 ადამიანი დაიღუპა და 9 კი – დაშავდა.
„დილით, რუსმა ბოროტმა სულებმა კიდევ ერთხელ მოიტანეს სიკვდილი ჩვენს მიწაზე, როგორც ყოველთვის ბოროტად, მალულად, პიკის საათებში, ტანკებითა და რეაქტიული სისტემებით ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. დაიღუპა 7 და დაშავდა 9 ადამიანი“, – წერს ბარაბაში.