პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

“დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, ლისიჩანსკის მიმართულებით 3 სახლი დაინგრა და 6 დაზიანდა ზვანოვკაში, 4 სახლი დაზიანდა პერეეზდნოში, ასევე დაზიანდა კერძო სახლები სევერსკში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია