პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს

უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა.

როგორც ცნობილია,  რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები გაუშვა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა იგი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის გამო, მოლდოვის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ დაადასტურა, რომ კიშინევი და ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...