პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა ოდესას რაკეტებით დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი ღამით ოდესის ოლქს რაკეტებით დაესხა თავს. შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა. 1 მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 – მშვიდობიან სოფელში მოხვდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ცნობით, დარტყმის შედეგად დაინგრა 3 კერძო სახლი და 2 ნაგებობა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე კერძო საკუთრება, ავტომობილი, სკოლა და კულტურის ცენტრი.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია