პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

“ღამით რაშისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ხმელნიკცის რეგიონს. ქალაქ ხმელნიცკიზე 3 დარტყმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 მაშველი, დაშავებულია 4 ადამიანი”, – თქვა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის თქმით, დაბომბვას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 2 მაშველი ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...