პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსებმა მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს.

“მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში”- წერს ის Twitter-ზე.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, იგორ მურაშოვი 30 სექტემბერს დააკავეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა. ამ დროიდან მოყოლებული, ელექტროსადგურის უკრაინელ ინჟინრებს რუსების ზედამხედველობის ქვეშ უწევთ მუშაობა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...