პოლიტიკა

საბერძნეთში, კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში რამდენიმე დღეა რაც ძლიერ ხანძარს ებრძვიან არაერთ რეგიონში. დღეს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო. ძლიერი ხანძრის გამო მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია.

ხანძრის გამო ზოგიერთი აეროპორტში შეფერხებულია ავიამიმოსვლა. გართულებული გარემო პირობების მიუხედავახ, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს. მათ ძირითადად ტურისტები გადაჰყავთ თავიანთ ქვეყნებში.

ძლიერი ხანძრებია ესპანეთსა და იტალიაშიც.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია