პოლიტიკა

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, ამჯერად, უმსხვილესი პროფკავშირების მოწოდების საფუძველზე ქუჩაში გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები და რკინიგზის თანამშრომლები.

მოქალაქეები მოითხოვენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დამტკიცებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.

როგორც მედია წერს, რენსა და ლილში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს და საბურავებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც. კვლავ გაფიცული არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მარსელში. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 13 000-მდე სამართალდამცველი.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს გამართული აქციების დროს არეულობისას, 440-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა და 450-ზე მეტი პირი დააკავეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია