პოლიტიკა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში 8 ტერაქტის აღკვეთა მოხდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს,რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია. ჟერალდ დარმანენის თქმით, ბოლო პერიოდში საფრანგეთში რვა ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა, რომლის უკანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ევროპა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტი ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია