პოლიტიკა

საფრანგეთმა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

 საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს.

 ცნობისთვის, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება ძალაში 1998 წელს შევიდა ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების დასაცავად. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ევროკავშირს შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიერ გამოიყენება რათა კანონის ფარგლებში პრობლემები შეუქმნას გარემოსდაცვით ზომებს.

 ასევე ცნობილია, რომ იტალიამ უკვე დატოვა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება, ხოლო ესპანეთმა და ნიდერლანდებმა მსგავსი გეგმები დააანონსეს.

 საფრანგეთს პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ თვეში მოითხოვა განახლებადი ენერგიის განვითარების “მასიური დაჩქარება”, მათ შორის ქარის ელექტროსადგურებისა და მზის ენერგიის ჩათვლით, რათა ახალი გეგმის მეშვეობით საფრანგეთი დაუახლოვდეს საკუთარ მეზობლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ.

ასევე ნახეთ

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, …