პოლიტიკა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა.

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ ნაკლებ გაზს მიიღებს დაუზუსტებელი სახელშეკრულებო დავის გამო.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია