პოლიტიკა

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომლითაც სადავო კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღეს. ახალი, სადავო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერაიჯანს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია