პოლიტიკა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა ასიათასობით ადამიანმა გააპროტესტა

საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს.

საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტი, სკოლები და ენერგეტიკის სექტორი დააზარალა.

რკინიგზის ოპერატორების ინფორმაციით, ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე, ისევე როგორც რეგიონული და ჩქაროსნული მატარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად შეფერხდა.

მასწავლებელთა მთავარ პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ბაგა-ბაღებისა და დაწყებითი სკოლების მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი გაფიცული იქნება.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების უმრავლესობა არ ეთანხმება მაკრონის გეგმას საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის შესახებ. საპროტესტო ტალღას ყველა ძირითადი პროფკავშირი შეუერთდა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...