პოლიტიკა

საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ტვირთნაკადის გაზრდისა და შუა დერეფნის გასაძლირებლად ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ, ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების ხელშესაწყობად, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს – Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.

„ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურებას სთავაზობენ. სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე – ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია