პოლიტიკა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს შეხვედრა კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაიმართა, პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი იყო დაბარებული, ის საქართველოში არ იმყოფება, ამიტომაც სამინისტროში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია